ელდორ შომუროდოვი აგვისტოს დასაწყისში “ჯენოადან” “რომაში” გადაბარგდა და “მგლებთან” 5-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდა. უზბეკი ფორვარდის ტრანსფერის შესახებ განცხადებამ პოლიციას დაკარგული პოლონელი გოგონა აპოვნინა. საქმე ისაა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული “რომამ” ტრადიცია დაამკვიდრა და ყოველ სატრანსფერო კლიპს ახლავს განცხადება დაკარგული ბავშვის შესახებ. იქვეა მითითებული კონტაქტები, სადაც შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვის მპოვნელი ან დამნახავი. აქციას არ აქვს ფარგლები და...
