ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის”...
