როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას აღმასკომმა ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა და გამოაცხადა. ის 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენი ახალი ფორმატი ამყარებს ეროვნული ჩემპიონატების სტატუსსა და მომავალს. მის მთავარ პრინციპად რჩება ის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში გუნდი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატიდან. განახლებული ფორმატი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ოცნებასა და შანსს...
