უნგრეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს და დუშან სტაინოვიჩის გუნდმა მონდიალი მოგებით დაიწყო! ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საქართველომ მატჩი 14:10 მოიგო. 2:2; 3:3 და ჩვენი გუნდი „აღელდა“ – ჩვენებმა 6:3 მოიგეს მესამე მეოთხედი და დასკვნითი მეოთხედის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ბოლოს უკვე ტექნიკის...
