2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა… პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი....