„რეალმა” შინ ძნელად მოუგო „ელჩეს”, 2:1, მაგრამ ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. იმავე საღამოს, ლიდერმა, „ატლეტიკომ”, ხეტაფეში 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა მადრიდის ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორივეს 27 შეხვედრა აქვს ნათამაშები. „რეალისა” და „ელჩეს” შეხვედრა საინტერესო გახლდათ იმითაც, რომ „თეთრებს” დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც მთელი ორი თვე ტრავმებს მკურნალობდა....
