ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ სეტის წაუგებლად მოიგო. 25 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3; 7:6 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 29 წუთს გასტანა. პირველ სეტში მომავალმა ჩემპიონმა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მერე მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მეორე სეტი ბარტისთვის რთული გამოდგა. ავსტრალიელი 1:5 ჩამორჩა და მოწოდებაზე მეტოქე...
