ენით აუწერელ განუკითხაობას სჩადის სერია A-ს მსაჯთა კომიტეტი ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით, იტალიური მას-მედია კი ამას უყურებს და ხმასაც არ იღებსო, წერს ნეაპოლური პორტალი napolipiu. საიტის აზრით ძნელად დასაჯერებელია, თუ რა დღეში ჩააგდეს „აძური” მსაჯებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში. napolipiu: „მას მერე, რაც მსაჯი მაურიციო მარიანი „ატალანტასა” და „ნაპოლის” შეხვედრას საშინლად გაუძღვა, როკის კომიტეტმა გამოგვიგზავნა დავიდე მასა...
ჭდე: დანიელე ორსატო
ნეაპოლური პრესის ამარა ვერაფერს გახდები
Napolipiu წერს, რომ ზოგადიტალიური გაზეთების და ტელეარხების მხარდაჭერის გარეშე, მარტო ნეაპოლური მედიით „ნაპოლი” შორს ვერ წავა და ამის დასტურად მსაჯთა ის შეცდომები მოჰყავს, რომლებმაც „პარტინოპეელთა” ბოლო ორ მატჩზე იქონია გავლენა. ლაპარაკია შეხვედრებზე „ინტერთან” (0:3) და „იუვენტუსთან” (0:1). პორტალი აღშფოთებულია, რომ დავიდე მასას მიერ „ინტერთან” შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ „აძურის” ისევ მიკერძოებული მსაჯი დანიელე ორსატო...
კამათი პენალტის გამო
არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. არგენტინელებმა ანგარიში პენალტით გახსნეს. იტალიელმა მსაჯმა დანიელე ორსატომ ზაგრების „დინამოს” მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეჯახება წესის დარღვევად შეაფასა, ლეო მესიმ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. მიმდინარე მუნდიალზე ეს გახლდათ მეოთხე პენალტი, რომელიც „ალბისელესეტეს” სასარგებლოდ დაინიშნა. მესიმ მათგან სამი გაიტანა. ინგლისელმა მიმომხილველებმა,...
დაისაჯა მარტო ფედერაცია
არგენტინელები ემილიანო მარტინესი და ლეო მესი სანქციებს გადაურჩნენ. ისინი დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან პენალტებით გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ეროვნული გუნდის მეკარემ და კაპიტანმა მატჩისშემდგომ კომენტარებში მსაჯის, ესპანელი მატეუ ლაოსის წინააღმდეგ აგრესიულად ილაპარაკეს, რის გამოც ფიფა მათ დასჯაზე მსჯელობდა. არგენტინელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ მათ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მსაჯობის ეშინოდათ, რადგან მატეუ...



