„ნაპოლიმ” „მონცას” სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა და ძერბინს ასეთივე დანაშაულები აპატია. მთავარი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე იყო, როდესაც პორტალის აზრით არბიტრმა „ნაპოლის”...
