6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი...
