ევროპის ორივე სარაგბო საკლუბო ტურნირის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, არადა ბოლო წლებში ჩვენი ბიჭები არათუ ფინალისტები იყვნენ, არამედ თასების მფლობელებიც გამხდარან. თუმცა, სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ როგორც ჩემპიონთა, ისე ჩელენჯ თასზე ფინალური წყვილები ყველაზე ღირსეულებმა შეადგინეს. ჩემპიონთა თასი 25 მაისს, ლონდონში, „თოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ „ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ირლანდიური...
ჭდე: გლოსტერი
მატკავა – ბარტონი 10:15
მართალია, შაბათს თბილისში წვიმდა და სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, ან ნახევრად სავსე (ვის როგორ მოსწონს), მაგრამ ევროპულმა სარაგბო სულისკვეთებამ „მიხეილ მესხზე“ მალევე დაისადგურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „გლოსტერს“ ინგლისიდან გულშემატკივრები ბლომად ჩამოყვნენ და თავის გუნდს პირველიდან ბოლო წამამდე გულმხურვალედ ქომაგობდნენ. უნდა ითქვას, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ინგლისურ-ქართულმა პუბლიკამ კარგი სანახაობა იხილა. რაგბი მაინცდამაინც უმაღლესი დონისა არ...
შავი ლომი ისტორიას წერს
შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება ის, რაზედაც ქართველ მორაგბეთა ყველა თაობა ოცნებობდა – ქართულ გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირში დებიუტი ექნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ EPCR-ის ეგიდით რანგით მეორე ევროთასის ჯგუფური ეტაპის სტარტზე საკმაოდ სახელოვან ინგლისურ კლუბ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება! რაგბის თემში საზეიმო განწყობაა – სულ რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ გვიწევდა, მაგრამ საქართველოს რაგბის...
კვესელაძე – „გლოსტერში“!
საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა! „შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი. მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა,...


