საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და...
ჭდე: გიორგი ძმანაშვილი
ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე
სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს. ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო...
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24...
ფინალები ქართველების გარეშე
ევროპის ორივე სარაგბო საკლუბო ტურნირის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, არადა ბოლო წლებში ჩვენი ბიჭები არათუ ფინალისტები იყვნენ, არამედ თასების მფლობელებიც გამხდარან. თუმცა, სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ როგორც ჩემპიონთა, ისე ჩელენჯ თასზე ფინალური წყვილები ყველაზე ღირსეულებმა შეადგინეს. ჩემპიონთა თასი 25 მაისს, ლონდონში, „თოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ „ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ირლანდიური...
ევროპაში – „კლერმონის“ ამარა
გასული კვირის მიწურულს სარაგბო ევროტურნირებზე მეოთხედფინალი გაიმართა, რომელის შედეგად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაივლის, ხოლო ჩელენჯ თასზე უძლიერესთა კვარტეტში მხოლოდ „კლერმონი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ძმანაშვილი იცავს. პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა და ბორჯღალოსანმა ბექა შვანგირაძემ თავისი მორიგი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ უდრამატულეს და ძალზე უხვქულიან მატჩში საკუთარ...
შავი ლომი – ჩელენჯ კაპზე!
სასიამოვნო ამბებია საქართველოს სარაგბო თემში – EPCR-მა, ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული რაგბის საკლუბო ტურნირებს ატარებს, „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპზე დაუშვა! საქართველოს რაგბის კავშირისა და ხსენებული ორგანიზაციის ხანგრძლივი მოლაპარაკება ქვეყნისთვის შედეგიანად დასრულდა და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი დამდეგ სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში ჩაებმება. ჩელენჯ კაპის ჯგუფურ ეტაპზე „შავი ლომის“ კონკურენტები იქნებიან შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსტერი“,...





