შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...
ჭდე: გიორგი ნემსაძე
მომავალ შეხვედრამდე…
3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...
ღირსებისთვის
ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...


