ინგლისური ფეხბურთის „დიდი ექვსეული” ევროპის სუპერლიგას გამოეთიშა, მაგრამ მაინც რეფორმატორულ განწყობაზეა. ახლა მათ პრემიერლიგის გარდაქმნა უნდათ. ის, რაც დღეს გვაქვს, გაუმჯობესებას საჭიროებსო. იდეა ასეთია: გადაიბირონ „რეინჯერსი” და „სელტიკი”. ანუ, შეიქმნას ბრიტანული ლიგა, რომელშიც პრემიერლიგის კლუბებს ორი შოტლანდიური გიგანტი შეემატება. ეს წინადადება ევროპის სუპერლიგის იდეაზე რეალისტური ჩანს, რადგან ჯერ ერთი რეფორმა ერთი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში...
