საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...
ჭდე: ბექა გორგაძე
ერთადერთი 32 ქართველიდან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
ჯავახიას დუბლი და სხვა ამბები
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერი მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო: ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში – ერთბაშად 3. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის მე-15 ტურში მონაწილეობა 10-მა ჩვენებურმა მიიღო, არადა გუნდების განაცხადებში 11 ქართველი იყო. საქმე ისაა, რომ „ბაიონმა“ გელა აფრასიძე მთელი 80 წუთი მარქაფაში აყურყუტა. ლიდერი კვლავ პარიზიდანაა – „სტად...
ლომებთან 25-ე ჯახისთვის
17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ესპანეთი სულაც არაა სერიოზული მეტოქე, მაგრამ სინამდვილე სულ...
ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს
საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების გაბრწყინება მოიტანა – ტოპ 14-ის ტურში ერთბაშად სამი ქართული ლელო გავიდა, თან ერთი მეორეზე ლამაზი....
სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...
ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...
შეუძლებელი არაფერია!
სამშაბათს დიდი რაგბია. მართალია, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ ნაკრებთა მსოფლიო პირველობა მიმდინარეობს, მაგრამ გუნდები ისეთი დონის თამაშს დემონსტრირებენ, უკვე დღესაა ნათელი – მომავლის რაგბი ახლანდელზე მეტად ხარისხიანი იქნება, ამიტომაც სამშაბათი დიდი სარაგბო დღეა. ის კი ნაღდად ფაქტია, რომ ახალგაზრდა ბრჯღალოსნებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამჟამინდელი პერსპექტივები აქამდე არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ ქართველებს იტალიის ბონუსით დამარცხება...
ბექურები
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა… ტოპ 14 ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და...









