საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქში ადგილობრივი „ლომები“ 62:32 დაამარცხა და ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვამბობთ, რომლის მოგებასაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ ეშურებიან, თუმცა საბოლოო მიზნამდე კიდევ ორი მატჩია მოსაგები, მათ შორის – 1 ან 2 მარტს ნახევარფინალი რუმინეთთან და ეს იქნება იმავდროულად ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგი გათამაშებაც. მადრიდში კი ბევრი რამ პირველად მოხდა....
ჭდე: ბექა გორგაძე
ნინიაშვილი – ახალი მგეზავი და კაპიტანი
კვირას, 16 თებერვალს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს ბორჯღალოსნები ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 15:45-ზე დაიწყება მატჩი, რომელსაც ერთადერთი პრაქტიკული დატვირთვა აქვს – თამაშის არწაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს. არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს: მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველო თავს იწონებს როგორც მსოფლიო რაგბის მე-11 ერი! ქართველებს...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
ლელოები თედოს გარდასახვით
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები! ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“...
ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ...
ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...
ლეგიონის უქმეები: 38 ქულა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ. გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38...
ქართული ლეგიონის 6 ფრანგული
გასულ უქმეებზე საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა გაილაღეს. ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა – 3-3 ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. ტოპ 14 „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სტუმართა დაცვა ცენტრიდან გაარღვია, ცხადია, ყველას გაექცა და თავის მე-16 სეზონურ მატჩში მე-8 ლელო გაიტანა, რომელიც მის 39-მატჩიან ფრანგულ კარიერაში...
14 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე...









