ჭდე: ბერნარდო სილვა

Home ბერნარდო სილვა
შენც გეზეიმა, ბერნარდო
ჩანაწერი

შენც გეზეიმა, ბერნარდო

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას რა დღეც აყარა, ყველამ იცის — 6:1. ექვსიდან სამი გოლი „ბენფიკას” 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა გაიტანა, თითო კი დაამატეს ვეტერანმა პეპემ, „დორტმუნდის” რაფაელ გუერეირომ და „მილანის” რაფა ლეაომ. შვეიცარიელთა ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის” მცველმა მანუელ აკანჯიმ შეაგდო. პორტუგალია მეოთხედფინალშია, სადაც მაროკოს ხვდება, თუმცა დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე...

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი
ჩანაწერი

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი

ბერნარდო სილვამ თავის ფრანგულ ბულდოგს ჯონი დაარქვა. ჯონს ასეთი პატივი წილად „მანჩესტერ სიტიში” სილვას თანაგუნდელის და უახლოესი მეგობრის ჯონ სტოუნზის პატივსაცემად ხვდა. სილვა „სიტიში” 2017 წელს „მონაკოდან” გადავიდა და მისი „ეტიჰედზე” მისვლის დღიდან ის და სტოუნზი დამეგობრდნენ. პორტუგალიელისა და ინგლისელის მეგობრობა მოედანს გასცდა. დღეს საღამოს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია, „სიტი” „იუნაიტედს” ხვდება. „თაიმსმა” მატჩის წინ ბერნარდო...

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ
ჩანაწერი

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ

პეპ გვარდიოლა „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის მსაჯზე პოლ ტიერნიზე გაბრაზებული იყო, შემდეგ კი „სიტიმ“ მავანი ლივერპულელი ფანის საქციელის გამო საჩივარი შეიტანა. „ქალაქელები“ ამტკიცებენ, რომ მეორე ტაიმში გვარდიოლას სამწვრთნელო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტრიბუნიდან აფურთხებდნენ. ეს მას მერე მომხდარა, რაც 69-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ აცხადებს, რომ ამ ინციდენტის ვიდეოს წარმოადგენს. ანგარიშის გათანაბრება ვახსენეთ...

ჩანაწერი

ვიღაცა მიირთმევს

როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” ერთმანეთს უკვე ტრადიციულად უშლიან ნერვებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ გუნდს შორის სამშაბათს ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა (0:0) თავადაც გამოიწვია დაძაბულობა და მეხსიერებაში 21 ოქტომბრის შეხვედრაც ამოატივტივა. ოქტომბერში, „ეტიჰედზე” „სიტიმ” 3:1 მოიგო, „პორტუს” დირექტორებმა კი თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მსაჯებს „მძ…ის მჭამელები” უწოდეს. არბიტრი გახლდათ ლატვიელი ანდრის ტრეიმანისი. ეს...

გაწბილება ბებერ ტრეფორდზე (video)
ჩანაწერი

გაწბილება ბებერ ტრეფორდზე (video)

მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ” „იუნაიტედს” 3:1 მოუგო, რამაც „იუნაიტედის” ფანები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელებში ოლე გუნარ სულშერს შეუტიეს. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის” ნახევარფინალური თამაში, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა ანუ სულშერის გუნდმა შინ წააგო. გულშემატკივრებმა ეს, ჯერ ერთი, შეურაცხყოფად მიიღეს და მეორეც, ახლა, საპასუხო მატჩში, „ეტიჰედზე”, ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან — თუკი ფინალში გასვლა უნდათ, ეს...

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია
ჩანაწერი

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია

დრამატული თამაში გამოუვიდათ „ვულვერჰემპტონსა” და „მანჩესტერ სიტის”. „ვულვზმა” მოიგო 3:2, არადა 0:2-ს აგებდა. ეს ჯერ კიდევ არაფერი. შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „სიტის” მეკარე ედერსონი გააძევა. მიზეზი: პორტუგალიელი დიოგო ჟოტა მასთან პირისპირ შევიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და… შთამბეჭდავად წაიქცა. თავდამსხმელსა და გოლკიპერს შორის მცირე კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ კაცმა არ იცის,...

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია
ჩანაწერი

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია

გუშინ „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” 3:1 მოუგო, მაგრამ რაჰიმ სტერლინგს მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთზე იმდენი ლაპარაკი არ დასჭირვებია, რამდენიც პორტუგალიელი თანაგუნდელის ბერნარდო სილვას დაცვა. რა სჭირდა სილვას სტერლინგის დასაცავი? საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სახუმარო (თვითონ ასე ეგონა) ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთ მხარეს „სიტის” ფრანგი მცველის ბენჟამენ  მენდის ბავშვობის ფოტო იდო, ხოლო...