დიღმელი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, დინამოს ბაზა უბანში ჰქონდათ და ღობიდან როცა მოეპრიანებოდათ მაშინ იხედებოდნენ. აძვრებოდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და უყურებდნენ ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას… რასაკვირველია, პატარა არც დიღომია და ბაზასთან რომ მოხვდე დიდი ქუჩა უნდა გადაირბინო — გააჩნია სად ცხოვრობ — მაგრამ სად ქუჩის გადარბენა და სად მილიონიანი ქალაქის ერთი რაიონიდან მეორეში წასვლა. თან მაშინ...
