„ნაპოლიმ” კასტელ დი სანგროში „აუგსბურგს” ამირ რაჰმანის გოლით 1:0 მოუგო. „აძურის” აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მაგალითად ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ზამბო ანგისა), მაგრამ იტალიის ჩემპიონმა გერმანელებს კოსოველი მცველის თავური დარტყმით მაინც აჯობა. გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრას სწრაფი არ ეთქმოდა. პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარში ვერ შეაგდო....
