მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერის „არსენალიდან” წასვლის ამბავი ბოლო პერიოდში აშკარად მზადდებოდა, ისიც ფაქტი იყო, რომ მისი ოფიციალური დადასტურება ევროპულ მას-მედიაში ხმაურს გამოიწვევდა. მაგრამ ასეთს? ყველგან მხოლოდ ვენგერზე ლაპარაკობენ. იბეჭდება ძველი ფეხბურთელების მოგონებები, კოლეგების შეფასებები, მიმომხილველების ანალიზი, „ემირეიტ სთედიუმისთვის” არსენ ვენგერის სახელის მინიჭებას ითხოვენ, სოციალური ქსელები მადლიერი არსენალელების ტექსტებითაა გადავსებული… და რასაკვირველია, მიმდინარეობს გამალებული მსჯელობა...
ჭდე: არსენალი
მოხუცი
პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის...
ალეგრი ინგლისურის მასწავლებელთან დადის
რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა. ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და...
სამირ ნასრი იდიოტია
„გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სამირ ნასრის? იმიტომ, რომ ის იდიოტია. აი, ასე მკაფიოდ და მარტივად შემიძლია გამოვხატო მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე მას არასდროს ვცემ პატივს” — თქვა „სანდი ტელეგრაფთან” ინტერვიუში 26 წლის განელმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა რომელიც ამჟამად კვიპროსის „ერმის არადიპოუში” თამაშობს, ადრე კი „არსენალში” გამოდიოდა და ნასრის სწორედ იქიდან იცნობს. ფრიმპონგმა...
უილშერი არსადაც არ გადავიდა
დღეს ჯეკ უილშერი აღარ მალავს, რომ არსენ ვენგერი მას გუნდიდან წასვლას ურჩევდა. თურმე ეს სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ დარბაზში ტრენაჟორებთან ვარჯიშობდა. უილშერი მწვრთნელის სიტყვებს იგონებს: „მსურს გულწრფელი ვიყო. ამ ეტაპზე შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ასე რომ, თუ სადმე გადასვლის ვარიანტი გაქვს, ხელიდან არ გაუშვა, — მითხრა ბოსმა. დარბაზში ველოსიპედის ბორბლებს ვატრიალებდი....
შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...
კრონკია და ჯუჯა არსენალი
„არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლოუ ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ამერიკელ მეპატრონეს, სტენ კრონკის არც არსენ ვენგერის მომავალი აინტერესებს და არც „მეთოფეთა” თამაშის ხარისხი. მისთვის მთავარია წლის ბოლოს მოგება რჩებოდეს. „არსენალი” ვენგერის მწვრთნელობის 22 წლიან ეპოქაში უარეს სეზონს ატარებს. დიდი შანსია, ლონდონელები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სხვადასხვა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან „მეთოფეებმა” ოთხივე...
შირერი მიხვდა
ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ. „არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა. „ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს. „არაფერია...
მილიონერი შვილის მაწანწალა დედა
ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი კვირაში 30 ათას გირვანქას იღებს, დედამისი კი მაწანწალაა, საწყობში, კონტეინერს აფარებს თავს. მეიტლანდ-ნაილსი 20 წლის გახლავთ, ის „არსენალში” თამაშობს. დედამისი, ჯული ნაილსი 38 წლისაა, პროფესიით ძიძა. „სანი” წერს, რომ „მეთოფეთა” ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი ძმასთან, კორდისთან ერთად 700 ათასიან ბინაში ცხოვრობს. მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ გირვანქას უდრის. „ჩემ შვილს ორიოდ კვირის ხელფასით შეეძლო...
გინდა ვენგერი იყავი და…
ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...









