„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...
