იტალიური სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ რონალდუს გარეშე 4:1 დაარბია „უდინეზე“ და ზედიზედ მერვე სკუდეტოს კიდევ უფრო დაუახლოვდა. უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. ტურინელთა ჩემპიონობა ნეაპოლელებსაც კი აღარ ეეჭვებათ, მაგრამ ანდრეა ანიელის მხოლოდ სკუდეტო ეცოტავება. ამან დაბადა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობება. იტალიურმა მედიამ უკვე დაასახელა ანიელის სამიზნე...
