ერთა ლიგის A დონის პირველ ჯგუფში დანიამ პარიზში საფრანგეთს 2:1 მოუგო, არადა ქარიმ ბენზემას ულამაზესი გოლით მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. დანიელთაგან ორივე გოლი „ტრაბზონსფრის” თავდამსხმელმა, შეცვლაზე შესულმა ანდრეას კორნელიუსმა გაიტანა. სტუმრებმა თავიდანვე ყოჩაღად დაიწყეს — მე-5 წუთზე ძელს გაარტყეს ბურთი. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ დანიის გუნდი სერიოზულად იყო განწყობილი და მათი პრესინგის დაძლევა სცადეს. სტუმრების ჩანაფიქრი კი...
