პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....
