ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად წარადგინა ბრაზილიელი ახალწვეული, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი გაბრიელ ჟეზუსი. გაბრიელი მეთოფეებს 45 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. ის მე-9 ნომრთ ითამაშებს, რომელიც მანამდე ამ ზაფხულს „ლიონში“ დაბრუნებულ ფრანგ ალეკასანდრ ლაკაზეტს ეკუთვნოდა. ჟეზუსმა „სიტის“ მაისურით ხუთწელიწადნახევარს ითამაშა.
