„შავმა ლომმა“ საფრანგეთში „მონტობანს“ 31:28 მოუგო! ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოხდა ის, რასაც რაგბის ქართველი ქომაგები აგერ უკვე მესამე სეზონი ვლამობდით. მართალია, თავის სადებიუტო ცდაზე, 2023 წელს „შავმა ლომმა“ უელსური „სკარლეტსი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს ტოპ 14-ის იმდროინდელ აუტსაიდერ „ვანს“ ავჭალაში მოუგო, მაგრამ იმ ორ გამარჯვებაში ქართულ ფრენჩაიზს 4...
ჭდე: აკაკი ტაბუცაძე
სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ
როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩი მოუგო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. 5:34 – ასეთია თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის შედეგი, არადა საღამო ისე ლამაზად იწყებოდა… ორგანიზატორებმა მცირერიცხოვან მაყურებელს ეფექტური წინასამატჩო გახსნა შესთავაზეს, გორის ქალთა გუნდმა ჩვეული ვირტუოზულობით ჯერ ირლანდიის რესპუბლიკის ჰიმნი შეასრულა, მერე – საქართველოსი, მსაჯმა ჩასტვინა და რამდენიმე ათეული წამის...
17-გზის საქართველო
ის, რომ ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატს მოიგებდნენ, დიდ ეჭვებს არავისში აღძრავდა. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელიც სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ფრიადოსანია, ზოგიერთ უფროსკლასელსაც სჯობნის, მაგრამ მას მაინც ტოვებენ კლასში, წინ წასვლის და გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამასობაში ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, თვალშისაცემად დიდია თანაკლასელებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია არ იმჩნევს,...
მატკავას ფეხმა ვანი დაამარცხა
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2024-2025 წლების გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის აუტსაიდერი „ვანი“ 22:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „შავი ლომი“ III პულის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა. ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს, ამედნივე ინგლისურმა „გლოსტერმა“ და ფრანგულმა „ბაიონმა“ დააგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით პირველზე „გლოსტერი“ ავიდა,...
16-გზის საქართველო!
საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...
კატასტროფა!
სხვა სიტყვას ვერც მიუსადაგებ იმ 40 წუთს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გაატარა. ასეთი უსუსური ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლოს როდის გვინახავს, გახსენებაც ჭირს. ოდესღაც ბორჯღალოსნები ასე უკბილოდ ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან თუ სამხრეთ აფრიკასთან თამაშობდა, მაგრამ მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია, მოთამაშეთა ბევრი თაობა გაიზარდა და დღევანდელი საქართველოს ნაკრები იმდენ ავტორიტეტს კი ატარებს, რომ...
რეკორდების საღამო ვაკეში
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...
33
ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – ეს ის ხალხია, რომელიც საშემოდგომო ტესტებისთვის მოემზადება. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 19 ფორვარდი და ხაზის 14 მოთამაშეა – სულ 33 კაცი. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის: პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“, 6, 0), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23,...
რუსეთი საქართველოსგან ძალიან შორსაა
ესეც ასე! „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის გასვლითი ნაწილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაჟორული აკორდით დააგვირგვინა – რუსეთს რუსეთშივე 23:6 მოუგო, თან სამი უპასუხო ლელო დაუდო და შედეგად ბონუს-ქულაც მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, რადგან წინ თბილისში რუმინეთთან და ბელგია-ნიდერლანდებს შორის უძლიერესთან შეხვედრებიღა რჩება. რუსებს რომ ყველგან მოვუგებდით,...









