რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა. „რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი...
ჭდე: აკაკი ტაბუცაძე
მადრიდში, ლომების მოსათვინიერებლად
„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა. თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ. ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს. ჩვენს ნაკრებში...
ვინ გავა მარიფილდზე?
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...
აკა-შოუ ქუთაისში
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური...



