ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროლიგის შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივმა „შტურმმა” კვიპროსულ ლარნაკას აეკ-თან 0:2 წააგო, თანამსაჯს ტრიბუნიდან თავში საგანი გაარტყეს. შეხვედრა ცხადია შეწყდა. შვედ ლაინსმენს ფრედრიკ კლივერს თავიდან ადგილზე უმკურნალეს. მოგვიანებით „შტურმმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი კლუბისთვის ფეხბურთი ზეიმია, ხოლო გულშემატკივართა ასეთი ქცევა მიუღებელი. შვედურ მას-მედიასთან საუბარში გაცილებით მკაცრად ილაპარაკა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ სტეფან...
