ჭდე: ქართველი ლეგიონერები

Home ქართველი ლეგიონერები
ნინიაშვილის მეოთხე
ჩანაწერი

ნინიაშვილის მეოთხე

დავით ნინიაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა, „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და „მონპელიესთან“ საშინაო მატჩში თავი მშვენიერი ლელოთიც ისახელა. ამასობაში, ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება, ხოლო პრო დ2-ის მონაწილე გუნდებს 3-3 მატჩი დარჩათ სათამაშო. ტოპ 14 ხსენებული თამაშის 35-ე წუთზე „ლიონის“ ტოტალური შეტევა მიმდინარეობდა, „მონპელიე“ თავს საკუთარი ლელოს ხაზზე იცავდა და მასპინძლებმა მეტოქის დაცვის...

კვარას გოლი ლიგაში [VIDEO]
ჩანაწერი

კვარას გოლი ლიგაში [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ მასპინძლობს (პირველი თამაში 3:0). პარიზელებმა პირველ ტაიმი 2:0 მოიგეს, ანგარიში ბრედლი ბარკოლამ გახსნა, მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო. ეს ქართველი ფეხბურთელის მიერ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გატანილი პირველი გოლია.

მიქაუტაძემ ლიონში გაიტანა [ვიდეო]
ჩანაწერი

მიქაუტაძემ ლიონში გაიტანა [ვიდეო]

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონი“ სტუმრად „მონპელიეს“ ხვდება. ლიონელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და არც შემცდარა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა და „ლიონი“ დააწინაურა.  

დავითაშვილმა „ლილს გაუტანა…
ჩანაწერი

დავითაშვილმა „ლილს გაუტანა…

საფრანგეთის ჩემპიონატში „სენტ ეტიენი“ გასვლით მატჩში „ლილს“ ხვდება. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაშია. შეხვედრის მე-6 წუთზე დავითაშვილი სჯარიმოში მეტოქის მცველებს ტექნიკურად გასცდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0 „სენტ ეტიენის“ სასარგებლოდ.