სოკოლ ჩიკალეში 32 წლის თავდამსხმელია, რომელსაც გუშინ, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მატჩის შემდეგ თურქული „ქონიასფორის” ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს იყო მატჩი, რომელიც, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად დაკომპლექტებული, ტექნიკურად ჩინებული გუნდი იყო. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მათზე ზეწოლა ვერ მოგვეწყო. ვრიონის...
