„მილანისა” და „ნაპოლის” დღევანდელი შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კვლავ მარცხენაფლანგელები, რაფა ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა ერთმანეთს. გაზეთი წერს, რომ ეს ორი ახალგაზრდა დღევანდელ დღემდე სხვადასხვა გზით მოვიდა. მათ განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. რაფა ხშირად იღიმება, თეთრ კბილებს აჩენს და მეტოქეებს სიხარულით, ზეიმის შეგრძნებით ატყუებს. გაზეთის აზრით ხვიჩა უფრო მოქუფრულია, ის თავჩახრილი მიდის...
ჭდე: რაფაელ ლეაო
ლეაო: კვარა შესანიშნავ სეზონს ატარებს
„მილანმა” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მილანის გარედან უამრავი ხმა მოგვდიოდა, მაგრამ გამორჩეულად კარგად ვითამაშეთ. აი,...
რაფაელ ლეაო: ეს რომ მოვისმინე მივხვდი, რაღაცას ისე არ ვაკეთებდი
„მილანის” მარცხენა გარემარბი, პორტუგალიელი რაფაელ ლეაო ფეხბურთელის გარდა რეპერიცაა. მისი ფსევდონიმია Way 45. ის Vice-ის გადაცემა „ხმაურიანი პერსონის” გმირი გახლდათ და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად ბავშვობაზეც ილაპარაკა: „მე მაქვს სვირინგი OTF რაც იშიფრება, როგორც მხოლოდ ოჯახი (Only the family). გარდა ამისა, სხეულზე საფოსტო ინდექსიც დავიწერე. ყველა ვინც ხედავდა, როგორ ვიზრდებოდი, ოჯახის წევრად მიმაჩნია და ამით...
ფეხბურთელი, მოდელი და რეპერი
პორტუგალიელი რაფა ლეაო იმ იშვიათ 23 წლის ახალგაზრდათაგანია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლის გემო გაიგო. ის ლისაბონის სიახლოვეს, პატარა ქალაქ სეიშალში გაიზარდა, სადაც დიდწილად სან ტომე და პრინსიპიდან, ანგოლიდან და კაპე ვერდედან ჩამოსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. „მილანის” თავდამსხმელმა, რომელსაც ხშირად „ნაპოლის” ქართველ ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, თავისი პირველი სამუნდიალე გოლი სულ ახლახან ყატარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე,...
დიდი მატჩის ორი დანაკლისი
კვირას, „სან სიროზე”, იტალიის ჩემპიონი „მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს დიდი მატჩი, რომელშიც მასპინძელთაგან რაფაელ ლეაო, ხოლო სტუმართაგან ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდება. მილანელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ლეაოს იმიტომ მოისაკლისებს, რომ პორტუგალიელმა „სამპდორიასთან” შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი...




