კვირას პოლ პოგბამ ინტერნეტში, კერძოდ პლატფორმა ტვიჩში ამერიკელ სტრიმერ IshowSpeed-ს ინტერვიუ მისცა და როდესაც წამყვანმა „ოქროს ბურთზე’’ ჰკითხა, უყოყმანოდ მიუგო: წლეულს ჯილდო დემბელემ უნდა მოიგოს. „ჩემთვის დემბელე აშკარად იამალზე წინ არის. მე მხარს ვუჭერ დემბუზს’’, ― თქვა 32 წლის ფრანგმა, რომელიც მომდევნო სეზონიდან „მონაკოში’’ ითამაშებს. პოგბამ განაგრძო: „მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გოლები გაიტანა… გასულ სეზონში [...]
ჭდე: პოლ პოგბა
პოგბას ძმას პოგბასთვის ფულის გამოძალვისთვის სამი წელი მიესაჯა
პოლ პოგბას ძმას მატიე პოგბას სამწლიანი პატიმრობა და 20 000 ევროს ტოლფასი ჯარიმა მიესაჯა. ის ძმისთვის 11 მილიონი გირვანქის გამოძალვას ცდილობდა. მატიე პოგბა გისოსებს მიღმა არ იჯდება. მას ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ. სამიდან ორი წელი გაუქვითეს, ერთი კი სამაჯურით უნდა გაატაროს. მისი ხუთი თანამზრახველი სასჯელს ჩვეულებრივად მოიხდის. ზოგ მათგანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მატიე პოლიციამ [...]
რა აღმოუჩინეს პოლ პოგბას?
პოლ პოგბა დოპინგზე ჩავარდა. „იუვენტუსის” ფრანგი ფეხბურთელი 20 აგვისტოს „უდინეზესთან” სტუმრად თამაშის შემდეგ შეამოწმეს. პარადოქსია, რომ მას ამ შეხვედრაში არ უთამაშია. პოგბას ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა აღმოუჩინეს. დადგინდა, რომ ტესტოსტერონი ორგანიზმის მიერ არ იყო გამომუშავებული, ანუ ფეხბურთელმა ის მიიღო. რა არის ტესტოსტერონი? ეს გახლავთ მამაკაცის ჰორმონი, რომელსაც გარკვეული რაოდენობით ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს, მაგრამ იგი მას ქალთა [...]
პოგბას სიმღერა და თოვლში გრიალი
პოლ პოგბა ზაფხულში „იუვენტუსში” დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე ჯერ ფეხი არ შეუდგამს. სულ ახლახან ის ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ სავარაუდოდ, სერია A-ს ჩემპიონატი რომ განახლდება, შემადგენლობაში ერთხანს კიდევ არ გამოჩნდება. და აი, ასეთ დროს ფრანგმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტოები, სადაც ზამთრის კურორტზეა და ნებივრობს. გასაგებია, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არსად გაპარულა, მან საშობაო დასვენების დღეებით [...]
ფრანგები ყატარში პოგბას გარეშე წავლენ…
საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა რაფაელ პიმენტამ Téléfoot-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. “პოლს დიდი სურვილი ჰქონდა, მალე გამოჯანმრთელებულიყო და გუნდს და ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ასე რომ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, პოგბა [...]
პოგბას ძმა 13 მილიონს სძალავს
პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ბავშვობის მეგობრები შანტაჟს უწყობენ, 13 მილიონ ევროს სძალავენ. ამას წინ უძღოდა ფეხბურთელის ძმის მატიას პოგბას მუქარა, იმ ინფორმაციას გავხეთქავ, რომელიც ჩემი ძმის სახელს მთელს მსოფლიოში შელახავსო. 29 წლის პოგბამ პოლიციაში უჩივლა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფულს სთხოვს და ეუბნება, რომ ეს მისი 13-წლიანი დაცვის გასამრჯელოა. პარიზის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება დაადასტურეს. „ფრანს ინფომ” [...]
ბედნიერი პოლ პოგბა
„რა მშვენიერია კიდევ რომ შეგხვდით”, — თქვა „იუვენტუსის” გულშემატკივრებით შემოჯარულმა, ბედნიერმა პოლ პოგბამ. გუშინ ის კერძო თვითმფრინავით ტურინში ჩაფრინდა. პოგბა უზარმაზარი თეთრი ჯიპიდან გადმოვიდა, რათა ქომაგებს მისალმებოდა, ისინი კი ტაშს უკრავდნენ და თავიანთი საყვარელი გუნდის ყოფილ ნახევარმცველს შეძახილებით ესალმებოდნენ. თეთრებში გამოწყობილი, შავ-თავსაბურავიანი ფრანგი, რომელიც ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, სელფებისა და ავტოგრაფების დასარიგებლად ბარიერებთან მივიდა. [...]
სიტი?
თუ პოლ პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მის გადაბირებას არც მეტი-არც ნაკლები „მანჩესტერ სიტი” შეეცდება. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად „სიტის” მოქიშპე, თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს და ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანის ყველაზე აქტიური მსურველები „პარი სენ ჟერმენი” და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” იყვნენ, მაგრამ „სანმა” შეიტყო, [...]
გარდაიცვალა მინო რაიოლა
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ [...]
ჩატიდანაც გავიდა
ბოლოხანს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის და აი, ამის კიდევ ერთი მტკიცებულება: ფრანგმა „იუნაიტედის” WhatsApp-ის ჯგუფი დატოვა. მან ეს მას მერე გააკეთა, რაც „რეალისა” და „იუვენტუსისგან” შეთავაზებები მიიღო. როგორც ჩანს, 29 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „მანჩესტერის” შემადგენლობაში ბოლო თამაში უკვე ჩაატარა. მანკუნიანელთათვის ცუდად მოსაგონებელ შეხვედრაში, რომელიც მათ „ლივერპულთან” 0:4 წააგეს, პოგბა [...]









