„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა...
ჭდე: პოლ პოგბა
რუნი: რონალდუ და პოგბა უნდა წავიდნენ!
უეინ რუნი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუ და პოლ პოგბა თავიდან უნდა მოიცილოს. მანკუნიანელთა რეკორდსმენ ბომბარდირს (253 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში) ეს გუნდის პროგრესისთვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია. ამგვარი მოსაზრება რუნიმ „სქაი სპორტის” წამყვან დეივ ჯონსთან ლაპარაკის დროს გამოთქვა. ჯონსმა მას ჰკითხა, გაამართლა თუ არა „ოლდ ტრეფორდზე” პორტუგალიელის ემოციური დაბრუნების პროექტმა. „იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა...
სად ნაკრები და სად მანჩესტერი
პოლ პოგბამ თქვა, ჩემი კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გავფლანგეო. 89 მილიონ გირვანქად ნაყიდი ფრანგი ვარსკვლავის კონტრაქტს ზაფხულში ვადა გაუდის, ის თავისუფალი აგენტი გახდება. იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება „იუვენტუსს“, „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა, ახალი არაფერია, მაგრამ ამ სამ კლუბს ორიც დაემატა: ახალი გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“. პოგბამ თქვა: „ბოლო ხუთ...
პოგბამ მომავალს გადახედა
თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს. მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ...
პოლ პოგბა უარყოფს
პოლ პოგბამ მის შესახებ გავრცელებულ ბოლო ცნობებზე რეაგირება არ დააყოვნა: ინფორმაცია თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვირაში 500 000 გირვანქას მთავაზობს, ჭორიაო, თქვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა. ამ ეტაპზე ფრანგი ვარსკვლავი ტრავმას იშუშებს. ხელშეკრულების თანახმად მას „ოლდ ტრეფორდზე“ ბოლო ექვსი თვე აქვს გასატარებელი. პოგბას წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „გვინდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს ნათელი მოვფინოთ. პოლს...
უზარმაზარი შეთავაზება
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას უზარმაზარი ხელფასი, კვირაში 500 000 გირვანქა შესთავაზა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ის უკვე დაეძებს ახალ კლუბს მთელს ევროპაში. 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი“. როგორც ინგლისური მედია წერს, ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია საით მიუწევს გული. „იუნაიტედში“ შიშობენ, რომ პოგბა მართლა...
რეალი: პოგბა ძალაშია
მადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება პოლ პოგბასთან დაკავშირებულ პროცესებს. 28 წლის ფრანგი სულაც არაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი. მის კონტრაქტს ვადა 2022 წლია ზაფხულში ეწურება და თუ უახლოეს მომავალში „მანჩესტერი“ ახალზე ვერ დაიყოლიებს, სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ეს ხელს აძლევს მადრიდულ გრანდს, თუმცა პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი ძვირი დაჯდება. ჯერ ერთი, თავად ფრანგი ითხოვს...
პოგბასთვის წელი დასრულდა
28 წლის პოლ პოგბამ ტრავმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი ბანაკი დატოვა. ფრანგი ნახევარმცველი მანჩესტერში დაბრუნდა, სადაც დეტალურ გამოკვლევებს გაივლის. პირველადი მონაცემებით, მას თეძოს ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. მსგავსი ტრავმის მკურნალობას და რეაბილიტაციას დაახლოებით 8-10 კვირა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოგბა ახალ წლამდე „მანჩესტერს“ ვეღარაფრით დაეხმარება. მიმდინარე სეზონის 9 შეხვედრაში პოლ პოგბას...
პოგბამ სულშერს ხმა არ გასცა
„სანისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებულმა პოლ პოგბამ თამაშის დამთავრების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ზედაც არ შეხედა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგო. პოგბა მოედანზე შესვენებისას შევიდა, სტუმართა მეხუთე გოლის ეპიზოდში ბურთი დაკარგა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნაბი კეიტას ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე ათი...
პოგბა რონალდუმ წააქეზა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა 2022 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება. კლუბს და პირადად ოლე გუნარ სულშერს ძალიან უნდათ ფრანგის დატოვება, მაგრამ აქამდე მოლაპარაკებები პრობლემურად მიმდინარეობდა. შესაძლოა, ამიერიდან მოლაპარაკების მაგიდასთან კლიმატი გაუმჯობესდეს – პოგბა იმდენად აღაფრთოვანა „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს ფეერიულმა დაბრუნებამ, გუნდში დარჩენის სურვილი გაუჩნდა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და პოგბაც კვლავინდებურად შედის „რეალის“ სატრანსფერო...









