კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ოფიციალური 805-ე, 806-ე და 807-ე გოლები შეაგდო, რითაც ფიფას ბომბარდირთა სიაში იოჟეფ ბიცანი (805) ჩამოიტოვა. ეს მოხდა შაბათს, მატჩში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 3:2 მოუგო. ფიფას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ახალი ხუთეული ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ (2001-დღემდე) — 807; იოჟეფ ბიცანი (1931-55) — 805; რომარიო...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
ვარჯიშზეც არ იქნება?
„სანის” ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კიდევ, იმედგაცრუებულ მარკუს რეშფორდს კარიერაში პირველად ეძლევა საშუალება „ოლდ ტრეფორდი” დატოვოს. ადრეც მოგახსენეთ, რომ როდესაც მანჩესტერულ დერბიმდე ორი დღით ადრე რალფ რანგნიკმა რონალდუს უთხრა სასტარტო შემადგენლობაში არ მჭირდებიო, პორტუგალიელი გაბრაზდა. შაბათს, თამაშის წინა დღეს, სასადილოში ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ ის მათთან ერთად არ იყო. რონალდუ...
რაღაც არ გამოდის
გუშინდელი მანჩესტერული დერბის წინ რომ შეიტყო შემადგენლობაში არ ვარო, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცხადა, რომ ბარძაყი ტკივა და პორტუგალიაში გაფრინდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, როდესაც რალფ რანგნიკმა უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, სუპერვარსკვლავს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. რანგნიკს უთქვამს, მეორე ტაიმში დასვენებული კაცი დამჭირდება და ამიტომ თავიდან სკამზე დაჯექიო, „იუნაიტედის” ლეგენდა კი დარწმუნებული იყო, რომ თამაშზე გავლენას...
რონალდუს დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა. მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია: „ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“. ახლა „იუნაიტედს“...
უთქვამს, ასაკს ვგრძნობო
ბოლო ცნობების თანახმად კრიშტიანუ რონალდუ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია დარჩეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თუ წავიდეს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 თებერვალს 37 წლის გახდა. როგორც ამბობენ, მან თანაგუნდელებს უთხრა, რომ თავისი ხანგრძლივი, საუცხოო, ჯილდოებით სავსე კარიერის განმავლობაში პირველად იგრძნო ასაკი. პორტუგალიელ ვარსკვლავს საჯაროდ არასდროს უღიარებია, რომ პრემიერლიგის მოთხოვნები მისთვის უკვე მეტისმეტია. სხეულის წვრთნისა და რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით...
რონალდუს დედა და პაპი
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, რომის პაპს შეხვდა და პორტუგალიის ეროვნული გუნდის მაისურა უსახსოვრა. შემდეგ კი ინსტაგრამში დაწერა: „უნიკალური ემოციები. გმადლობთ!“ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალბატონ დოლორეშს დიდი გავლენა აქვს შვილზე და კრიშტიანუც, რომელსაც ახლა კარიერაში საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას (ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა, რაც დიდი ხანია აღარ...
ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა
კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული...
150-ათასიანი საჩუქარი კრიშტიანუს
5 თებერვალს კრიშტიანუ რონალდუ 37 წლის გახდა და ჯორჯინა როდრიგესმა მას რვაადგილიანი, საოჯახო კადილაკ ესკალადე აჩუქა. წყვილმა ჯერ თავად დააგემოვნა ახალი ავტოს კომფორტულობა, შემდეგ კი ბავშვებიც გაახარეს, მანქანის აკუსტიკა შეამოწმებინეს. ამ კადილაკის ფასი დაახლოებით 150 ათასი გირვანქაა და კრიშტიანუმ ის მას შემდეგ მიიღო, რაც ჯორჯინას მიერ საგანგებოდ გამომცხვარ საზეიმო ტორტზე სანთლებს სული შეუბერა. აპრილში, 28...
მანჩესტერ იუნაიტედი თასიდან ხელით გააგდეს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალიდან „მიდლსბრომ“ გააგდო. ბევრის აზრით ამაში სხვა მიზეზებთან ერთან როლი უსამართლობამაც ითამაშა. საქმე ის არის, რომ ჯეიდონ სანჩოს მიერ 25-ე წუთზე გატანილ გოლს, მეტ კრუკსმა 64-ე წუთზე უპასუხა გოლით, რომელიც შარშანდელი წესებით არ უნდა ჩათვლილიყო. კრუკსს საგოლე პასი მიაწოდა დანკან უოტმორმა, მან კი საჯარიმო მოედანში ბურთი ხელით დაამუშავა. მსაჯ ენტონი...
კრიშტიანუსთვის მობილური ჯერ ადრეა
კრიშტიანუ რონალდუს დისციპლინის ამბავი საქვეყნოს არის ცნობილი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პორტუგალიელს შინ, შვილებისთვისაც მკაცრი წესები აქვს დადგენილი. მოგეხსენებათ, რონალდუ ერთი ხნის წინ დუბაიში იყო ექსპო 2020-ზე, სადაც მას ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საყოფაცხოვრებო მოწყობილობების შესახებ ჰკითხეს. „ტექნოლოგიები მე, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა ადამიანს დიდ საქმეს გვიკეთებს. მათი გამოყენება უპირატესობას იძლევა, მაგრამ მეტისმეტიც არაფერი ვარგა“....









