პორტუგალიის ნაკრების 39 წლის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გულშემატკივრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ მიმართა. „პორტუგალიელებო, დღეს ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი თავი იწყება. ვიხსენებ ჩემს პირველ დღეს ეროვნულ ნაკრებში, გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე დღეს. ახლა მე მაქვს პრივილეგია, რომ კიდევ ერთხელ ვიყო ნიჭითა და მონდომებით სავსე ჩემპიონ გუნდთან ერთად. ყველას მონდომებით და მხარდაჭერით ვაქცევთ ოცნებებს...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
გაამოთ !!!
ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში. ჩეხებისთვის გერმანია...
რატომ დასვა რონალდუმ სიცილის ემოჯი?
კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკა ერგო. ინგლისური „სანი” წერს, რომ ეს გამოიწვია პორტუგალიელის მიერ ერთ-ერთი პოსტის კომენტარად დასმულმა ემოჯიმ. თავად პოსტი ლიონელ მესის მერვე „ოქროს ბურთს” ეხებოდა. განვავრცოთ: მესიმ „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო, რონალდუ კი 20 წელიწადში პირველად ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა. არადა, უკვე ბევრი წელიწადია, რაც მესისა და რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია...
ფეხბურთი გრძელდება
ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...
ოქროს ბურთი ქართულად…
„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. „ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ....
რონალდუ მოდის…
„ალ-ნასრის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, საუდის არაბეთის დატოვება და მადრიდში დაბრუნება სურს. რონალდუს გაუჭირდა ახალ ქვეყანასთან და მის კულტურასთან ადაპტაცია. ასევე, მას ენის ბარიერი უშლის ხელს. პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება სურს, სადაც მან ცხრა წელი გაატარა ადგილობრივ მადრიდის „რეალში“. „ალ-ნასრში“ გადასვლამდე კრიშტიანუ ახლოს იყო მადრიდის „ატლეტიკოში“ ტრანსფერთან. მაგრამ წითელ-თეთრების მხარდამჭერები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოტენციურ ხელმოწერას. „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო...
კრიშტიანუმ ხმლით იცეკვა
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბ „ალ-ნასრის“ პარტნიორებთან ერთად საუდის არაბეთის დაარსების დღე აღნიშნა. ფორვარდმა ტრადიციული საუდური სამოსი ჩაიცვა და ხმლის ცეკვა შეასრულა. შემდეგ პორტუგალოელმა თავის ტვიტერზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საუდელებს დღესასწაული მიულოცა. რონალდუ ალ ნასრში 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა. 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვარა რონალდუზე წინ
ინგლისურმა The Guardian-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასახელა. ჩვენიანი შემტევი ისეთ ფეხბურთელებზე მაღლა აღმოჩნდა, როგორებიც არიან იოზუა კიმიხი (41), დავიდ ალაბა (42), მსოფლიოს ჩემპიონები – თეო ერნანდესი (46) და როდრიგო დე პაული (48), კრიშტიანუ რონალდუ (51) და სხვა ტიტულოვანნი არიან. აღსანიშნავია, რომ The Guardian-მა ადგილები 100-დან მე-11 ადგილებამდე გაანაწილა,...
კრიშტიანო საუდის არაბეთში…
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ გირვანქას მიიღებს. საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ელჩი გახდება.
ალ-ნასრი რამოსსაც იწვევს
საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ნასრი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას ეცდება. კლუბის ხელმძღვანელობა მალე რამოსს პირადად შეხვდება და ახალ პროექტს გააცნობს. პარიზელებთან 36 წლის რამოსს ხელშეკრულების ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან უკვე შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება. ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ „ალ-ნასრს“ მალე 37 წლის კრიშტიანუ რონალდუც შეუერთდება. მას ხელშეკრულებას 2030...








