ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ

Home კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუს და და პირველი ხელფასი
ჩანაწერი

რონალდუს და და პირველი ხელფასი

კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა დამ, კატია ავეირუმ, მოყვა თუ როგორ ეხმარებოდა ძმას ყმაწვილობისას. „მაშინ ჩემი უმცროსი ძმა 13 წლის იყო. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და კვირაში მხოლოდ ნახევარი დღე მქონდა დასვენება. პირველი ხელფასით მას სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდე, ძალიან უნდოდა. ფეხსაცმელში ცოტა ფულიც ჩავუდე. ცხოვრება შეიცვალა. კრიშტიანუ გაიზარდა და ადგილები გავცვალეთ. თუმცა ერთის ისტორია მეორისას არ აკნინებს“,...

საუდელების მიზანი
ჩანაწერი

საუდელების მიზანი

საუდის არაბული „ალ-ნასერის“ ხელმძღვანელები კრიშტიანუ რონალდუს 2022 წლის ბოლომდე გამოჩენას ელიან. ესპანური პრესის ცნობით, საუდელები რონალდუს 2025 წლამდე გაუფორმებენ კონტრაქტს და წელიწადში 200 მილიონ ევროს გადაუხდიან. კრიშტიანუს საუდეთში ჩასვლას საეტაპო მნიშვნელობის მოვლენას უწოდებენ. მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელის წყალობით ეს ქვეყანა საერთაშორისო საფეხბურთო რუკაზე გაჩნდება. ყატარელების არ იყოს, ახლა მათაც მოუსურვებიათ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა – 2030 წელს....

იმედგაცრუება: რონალდუ და მსაჯობა
ჩანაწერი

იმედგაცრუება: რონალდუ და მსაჯობა

„მარკას” აზრით ლოთარ მათეუსი ყოველთვის მიზანში არტყამს; პირდაპირი კაცია. გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუს „დაუმიზნა”. საერთოდ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება. „რონალდუს ისეთი დიდი ეგო აქვს,  რომ გუნდიც დააზიანა და თავიც, — თქვა მათეუსმა „ბილდთან” ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემიონატზე მსჯელობისას, — იმაში, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო ორი აზრი არ...

ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს
ჩანაწერი

ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს

ფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის...

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა
ჩანაწერი

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა

განას ნაკრების აღშფოთებულმა მწვრთნელმა ოტო ადომ პორტუგალიასთან 2:3 წაგების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარი მიუძღვნეს. ლაპარაკია პენალტზე, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 65-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლის წყალობით კრიშტიანუ გახდა ერთადერთი მოთამაშე, ვისაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე დაულაშქრავს მოწინააღმდეგის კარი. გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 47 წლის განელი მწვრთნელი ამერიკელი მსაჯით ისმაილ ელფათით უკმაყოფილო გახლდათ. მისი...

რატომაც არა, ცოლი ორივეს არგენტინელი ჰყავს
ჩანაწერი

რატომაც არა, ცოლი ორივეს არგენტინელი ჰყავს

კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუმ ჟურნალისტ პირს მორგანთან მთელი მსოფლიო მოიარა. ახლა ყველამ იცის, რომ პორტუგალიელს „მანჩესტერ იუნაიტედში” დასაბრუნებელი პირი აღარ აქვს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესოს ახალი კლუბი აქვს საძებნელი. ამბობენ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა — უნდოდა „ოლდ ტრეფორდის” მარწუხებისგან რამენაირად დაეხსნა თავი. დღეს საკითხი ასე დგას: სად გადავა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი? მორგანმა „პარი...

რონალდუ მანჩესტერში ვეღარ დაბრუნდება
ჩანაწერი

რონალდუ მანჩესტერში ვეღარ დაბრუნდება

„მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი დახიოს. მიზეზი: ინტერვიუ, რომელიც პორტუგალიელმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა, სადაც კლუბი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი რიო ფერდინანდი კი ამბობს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშესაც სწორედ ეს უნდა. ფერდინანდმა თქვა: „არ მგონია უკან დასახევი გზა არსებობდეს. მეეჭვება კლუბმა ის დაიბრუნოს. არც ის მგონია, რომ მას თავად უნდოდეს...

რონალდუ: მანჩესტერ იუნაიტედმა მიღალატა
ჩანაწერი

რონალდუ: მანჩესტერ იუნაიტედმა მიღალატა

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივარს დაპირდა, რომ ყველაფერს გულწრფელად იტყოდა და ასეც მოიქცა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, თუ რა შეემთხვა „მანჩესტერ იუნაიტედში”. „ვგრძნობ, რომ მიღალატეს და განტევების ვაცად მაქციეს”, — ეს რონალდუს სიტყვებია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თითს მწვრთნელისკენ ერიკ ტენ ჰაგისკენ იშვერს, მაგრამ დასძენს, რომ მხოლოდ ის არ არის დამნაშავე. „მარტო...

ფლიკმა დიდები შეაფასა
ჩანაწერი

ფლიკმა დიდები შეაფასა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „პარი სენ-ჟერმენის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატისწინა მზადყოფნა შეაფასა. „ცხადია, ორივეს უმაღლესი ხარისხით შევაფასებდი. ნახეთ, როგორ ცეცხლს ანთებს მესი არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებში. კრიშტიანუ? მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის, რომ ის პორტუგალიელების წამყვანი ფიგურა არ იქნება მუნდიალზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს...

მესი და რონალდუ ისევ საუკეთესოებს შორის
ჩანაწერი

მესი და რონალდუ ისევ საუკეთესოებს შორის

Globe Soccer Awards-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა ფინალური ათეული დაასახელა, სადაც ისევ მოხვდნენ ოდინდელი გმირები – ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ნომინანტთა სია ასეთია: მოჰამედ სალაჰი და ლუის დიასი (ორივე – ლივერპული), კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა (ორივე – რეალი), კილიან მბაპე და ლიონელ მესი (ორივე – პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), სადიო მანე (ბაიერნი), კრიშტიანუ...