„ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს სიმწრისგან მუშტის კბენა მოუხდა — ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალიდან მეორელიგელმა „კოლჩესტერმა” გაუგდო. თამაში 0:0 დამთავრდა. შეხვედრის ბედი პენალტებში გადაწყდა. „დეზებიდან” პენალტი კრისრიან ერიკსენმა და ლუკას მოურამ გააცუდეს. მოურამ ძელს გაარტყა. მატჩის შემდეგ პოჩეტინომ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: „კოლჩესტერმა” ფანტასტიკურად ითამაშა. გაგვიძნელდა. საოცრად იმედგაცრუებული ვარ საქმე 90...
