ლინდონ დაიკსისა და კენი მაკლინის მიერ ნორვეგიასთან შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით შოტლანდიელებმა ოსლოში 2:1 მოიგეს და სამი თამაშიდან ცხრა ქულით ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს ლიდერობენ. მასპინძელთაგან ანგარიში მეორე ტაიმიში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით გახსნა. დღეისათვის, სქოთები ნორვეგიელებს, რომლებიც შეჯიბრების დაწყებამდე სავარაუდოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტათ მიაჩნდათ, 8 ქულით უსწრებენ. შოტლანდიელები მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მასპინძლობენ...
