კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა...
ჭდე: კარლო ანჩელოტი
დაჭერობანა ლონდონში
„ევერტონი” ძალიან მოწადინებულია. ლივერპულელთა უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს ძალიან უნდა სამსახურში „ნაპოლის” მიერ ახალგაგდებული კარლო ანჩელოტი რომ აიყვანოს და ჩქარობს, რათა „არსენალმა” არ დაასწროს. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ანჩელოტიმ „ნაპოლი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ სერია A-ში ცუდი შედეგების გამო იტალიურმა კლუბმა ის მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”,...
ანჩელოტი ნაპოლიდან გააგდეს
„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ამბობენ, რომ ცნობილი იტალიელი მწვრთნელი „არსენალში” ან „ევერტონში” წავა. ეს ორი ინგლისური კლუბი თავკაცის გარეშეა — ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა უნაი ემერი გაუშვეს, ხოლო ლივერპულელებმა მარკო სილვა. „ნაპოლიმ” წუხელ, ჩემპიონთა ლიგაში, ბელგიურ „გენკს” 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა პირველი გამარჯვება ბოლო ათი დღის განმავლობაში...
ნაპოლიში რაღაც ხდება
დიდი ამბებია ნეაპოლში. ვერ მისდის კარგად საქმეები „ნაპოლის.“ განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში. ხუთ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და სერია A-ს ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაში საქმეები ოდნავ უკეთაა, თუმცა აქაც წაიფორხილეს ორჯერ: „გენკთან“ და „ზალცბურგთან.“ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოებაა. ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს ერთმანეთის აღარ ესმით. საერთოდ, კარლო ანჩელოტის სიმშვიდისა და...
სავსეა ცრემლთა შურისძიებით…
ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...
სტადიონი თუ ტუალეტი?
არა რა, ქართველები და იტალიელები მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მით უმეტეს სამხრეთიტალიელები… იქაც, როგორც ჩვენთან, რაც ბიუჯეტისაა – არავისია და რაც არავისია, არავის ადარდებს. სკანდალი „ნაპოლის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ისტერიკას მოჰყვა, როცა მან „სან პაოლოს“ სტადიონის გასახდელების მდგომარეობას საშინელი უწოდა. მწვრთნელს მერიიდან უპასუხეს, რემონტზე 20 მილიონი ევრო დავხარჯეთ და მოთხოვნილი პირადი კაბინეტიც მოგიწყვეთო. ანჩელოტის მხარი...
შევჩენკომ კალაძე სკამზე დატოვა
ანდრეი შევჩენკო ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და მისი მოსაზრება ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ყოველთვის ანგარიშგასაწევია. რამდენიმე დღის წინ შევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტარხ DAZN-ს. ჟურნალისტმა ახლა უკვე უკრაინის ნაკრების დამეიგებელს სთხოვა, მისი დროის „მილანის“ საუკეთესო შემადგენლობა დაესახელებინა. შევჩენკოს რჩეული თერთმეტეული (4-4-2) ასე გამოიყურება: დიდა – კაფუ, ნესტა, კოსტაკურტა, მალდინი – გატუზო, პირლო, კაკა,...
ფილოსოფიათა ჯახი
„ნაპოლი” სერია A-ში მეორე ადგილზეა. მე-15 ტურში ნეაპოლელები „ფროზინონეს” მასპინძლობენ, მათ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კი დროგამოშვებით ისევ მიუნხენის „ბაიერნში” გატარებულ დროზე და გერმანიის რეკორდმაისტერიდან წამოსვლაზე ეკითხებიან. „ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მწარე გამოცდილება. მას შეიძლება ფილოსოფიათა შეჯახებაც დავარქვათ, — თქვა საქვეყნოდ ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა „გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში, — კლუბს არც სტრუქტურის გამოცვლა უნდოდა, არც...
ვინ იყო ის საიდუმლო ხუთი ფეხბურთელი?
წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს” წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ პარიზში ათამაშა — 2:2. ეს გუნდი ამჯერად „ნაპოლი” იყო და მან კინაღამ მოიგო. პსჟ-მ მხოლოდ მსაჯის...
აზარი — ევროპის საუკეთესო!
მაურიციო სარი ამბობს, რომ ედენ აზარს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მან დაცვაზე ზრუნვას თავი დაანებოს და საკუთარი საჯარიმოდან შორს, მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალოს. „ჩელსიმ” მე-5 ტურში „კარდიფს” 4:1 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი ბელგიელმა გაიტანა. მას ჰეთ-თრიკი ოთხ წელიწადზე მეტია არ შეუსრულებია. ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამკვიდრდნენ. გახარებულმა...








