პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ...
ჭდე: კარდიფ სიტი
დადასტურდა
დადასტურდა: ნეშტი, რომელიც ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან ამოასვენეს ემილიანო სალას ეკუთვნის. პილოტ დევიდ იბოტსონის სხეული დაკარგულია. საფეხბურთო სამყარო 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს გლოვობს. შეგახსენებთ, რომ ის იანვარში ფრანგული „ნანტიდან” პრემიერლიგის „კარდიფ სიტიში” გადავიდა და პატარა ტურისტული თვითმფრინავით სწორედ ახალი კლუბისკენ მიემგზავრებოდა. მთელი მსოფლიოს ფეხბურთელებმა, მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ბენჟამენ...
ერთი ნეშტი ამოიტანეს
ემილიანო სალას მაძიებელმა ბრიგადებმა ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან წარმატებით ამოასვენეს ერთი დაღუპულის სხეული. შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ტურისტულ საფრენ აპარატში სულ ორი მგზავრი იყო, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელიც „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადავიდა და ახალ კლუბში სათამაშოდ მიემგზავრებოდა და 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონი. ჩაძირული თვითმფრინავი კუნძულ ოლდერნის მახლობლად მისი დაკარგვიდან 13...
სალას დაღუპვაში ბრალი მის აგენტს დასდეს
ლა მანშის გრიგალში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას და ორკაციანი ტურისტული თვითმფრინავის პილოტის დეივ იბოტსონის ძებნა გრძელდება, თუმცა მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარავის აქვს. დაჟინებულმა ძიებამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადასული 28 წლის მოთამაშისა და 59 წლის ავიატორის თვითმფრინავი სრუტეს ფსკერზე, 63 მეტრის სიღრმეზე იპოვეს ჩაძირული. მყვინთავებმა წყალქვეშა კადრები გადაიღეს და...
თვითმფრინავი იპოვეს. ფეხბურთელი…
საბრალო ემილიანო სალას თვითმფრინავი იპოვეს. გუშინ გაგრძელებულმა ძებნამ პირველივე დღეს გამოიღო შედეგი — თვითმფრინავი მყვინთავებმა ლა მანშის წყლებში, ჰერნსის კუნძულიდან ჩრდილოეთით, 24 მილში აღმოაჩინეს. სწორედ ლა მანშზე განიცადა ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი კარდიფში მიემგზავრებოდა. სამძებრო სამუშაოები უპერსპექტივობის გამო, 72 საათის შემდეგ შეწყვიტეს ბრიტანელმა სამართალდამცავებმა და ფეხბურთელი და პილოტი გარდაცვლილად გამოცხადდნენ. რა გასაკვირია რომ, სალას...
გაუჩინარება ლა მანშის ცაში
ტურისტული თვითმფრინავი, რომელიც ნანტიდან კარდიფისკენ გაფრინდა და რომელშიც 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იჯდა, გუჩინარდა. „პაიპერ მალიბუს” ტიპის თვითმფრინავი ნანტის აეროდრომიდან 19 საათსა და 15 წუთზე აფრინდა, ხოლო 20 საათსა და 23 წუთზე კუნძულ გარნსის მაშველებმა ჯერსის საჰაერო სამსახურებიდან მიიღეს ცნობა, რომ მსუბუქი საფრენი აპარატი მათგან 15 მილში რადარებიდან გაუჩინარდა. აპარატი ზღვის ზედაპირიდან 701...

