„რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ენრიკე რიკელმემ წინასაარჩევნო დაპირებებს ახალ დაამატა: იურგენ კლოპი. აქამდე მან ახსენა როდრი და ერლინგ ჰოლანდი. თქვა, რომ შტაბში სამუშაოდ მიიყვანს ფერნანდო იეროს, იკერ კასილიასსა და რაულს, რომელიც მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. რიკელმეს არ უთქვამს, რომ კლოპი უკვე დაითანხმა. მან თქვა, რომ რაული მას დაურეკავს და მოლაპარაკებებს დაიწყებს. ფეხბურთის გულშემატკივარმა...
ჭდე: იურგენ კლოპი
კლოპის აგენტმა ასე თქვა…
იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც „ლივერპულიდან’’ წავიდა „ცხელ სამსახურებზე’’ უარს ამბობს. იანვარში, როდესაც „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაუშვეს, გავარდა ხმა...
არაო, მაგრამო…
იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული,...
სად ცხოვრობს და რას სწავლობს კლოპი?
„რეალი’’ ზაფხულისთვის ემზადება, როდესაც ერთ წელიწადში მესამე მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. რამდენიმე დღის წინ ალვარო არბელოამ ჩაბი ალონსოს დატოვებული თანამდებობა ჩაიბარა, მაგრამ არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ის შემდეგ სეზონშიც „ლოს ბლანკოსის’’ სათავეში იქნება. თუ რაიმე კოშმარი არ დატრიალდა არბელოას მიმდინარე სეზონში აცლიან და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემენ, მაგრამ პარალელურად ფლორენტინო პერესი და მისი დირექტორატი...
რა ხდება არნე სლოტის ზურგს უკან?
არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე სავარაუდოდ ლაპარაკიც აღარ არის. და საქმე მარტო სტატისტიკა არ არის, „ლივერპულის’’ გულშემატკივარს ხარისხი ადარდებს. ზაფხულში დახარჯული...
ვენგერი კლოპს არ ეთანხმება
იურგენ კლოპის უარყოფითი დამოკიდებულება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატისადმი ყველას კარგად მოეხსენება. „ეს არის ყველაზე ცუდი იდეა, რომლისთვისაც ოდესმე ხორცი შეუსხამთ’’, ― თქვა გერმანელმა. ფრანგმა არსენ ვენგერმა კი კლოპის საპირისპიროდ განაცხადა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი არის შეჯიბრება, რომელსაც მხარს უჭერს ყველა, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო: კლუბი, ფეხბურთელი თუ მწვრთნელი. „არსენალის’’ ლეგენდარულ თავკაცს კლოპის შეხედულების კომენტირება სთხოვეს. მან...
ახალი გადატვირთვა ლივერპულში
„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ. „კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო...
კლოპი ლივერპულიდან მიდის
„ლივერპულში“ იურგენ კლოპის ეპოქა სრულდება – გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და განაცხადა, რომ ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ წვრთნელის თანამდებობას დატოვებს, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები, მსოფლიოს...
ნიკო ლივერპულში
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ესპანელს „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, უილიამსის თამაშს აკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის საკომპენსაციო თანხა 60 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში...
სპალეტი ლივერპულშიო?
ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება. გერმანელს, რომელიც წითლებთან 2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ...









