ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება შინ ურუგვაისთან 1:1 ფრით დაიწყო, რაც ტომას ტუხელის გუნდს ჩავარდნად ჩაუთვალეს. აქამდე ინგლისელებს ზედიზედ შვიდი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ მერვე გამარჯვებას გზა ურუგვაელთა მიერ კარში დამიზნებულმა ერთადერთმა დარტყმამ გადაუღობა. სამხრეთამერიკელთაგან გოლი „რეალის’’ ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ 90+4 წუთზე, ინგლისელთა აზრით საეჭვო პენალტით გაიტანა. მანამდე, 81-ე წუთზე ანგარიში არსენალელმა ბენ უაითმა გახსნა....
ჭდე: ინგლისის ნაკრები
გაზულუქებული ეგოისტების თაობა
რატომ ვერ მიაღწია ინგლისელ ფეხბურთელთა „ოქროს თაობამ’’ დიდ წარმატებებს? ლაპარაკია სტივენ ჯერარდზე, დევიდ ბექემზე, ფრენკ ლამპარდზე, პოლ სქოულზზე, უეინ რუნიზე, მაიკ ოუენზე, გარი ნევილზე, რიო ფერდინანდზე, ჯონ ტერისა და სხვა ვარსკვლავებზე. მათი ეპოქის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ მეოთხედფინალში გავიდა, შემდეგ ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა, 2010 წლის მუნდიალზე კი მერვედფინალიდან გავარდა. ბევრმა თქვა, რომ...
პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან
თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავის ამოქარგვს თავი დაანებოს, ფუჭი ოცნებაა, გაისად ამერიკაში გამგზავრების უფლება თუ მოიპოვა, ესეც დიდი ამბავი იქნებაო, დაწერეს ბრიტანულ მედიაში. დასკვნა გამოტანილია: „სამი ლომი’’ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. მან ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ გუნდთან. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა შინ სენეგალთან – 1:3. აქამდე ინგლისელებს აფრიკელებთან 21-ჯერ ჰქონდათ ნათამაშევი. და კიდევ,...
ტრიბუნაზე ბებია გაგიჟდა
მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით მეკარე თომას სტრაკოშას კარში გოლი შეაგდო. ამრიგად, ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების 155 წლიან ისტორიაში უმრწემესი გოლის...
კერსლი ინგლისის ჰიმნს არ იმღერებს
ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა ლი კერსლიმ განაცხადა, რომ დღეს ირლანდიისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის წინ ჰიმნს არ იმღერებს. კერსლი ირლანდიელია, თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამბობს, რომ ფეხბურთელობის დროს თავისი ქვეყნის ჰიმნიც კი არ უმღერია. ის არც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცობის პერიოდში მღეროდა ინგლისის ჰიმნს. ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დაბადებულმა მწვრთნელმა...
ვინ გახდება ინგლისის ნაკრების მწვრთნელი?
გარეთ საუთგეიტი გადადგა. პირველი, ვინც დღეს ინგლისში ნაკრების მწვრთნელის თავისუფალ სკამზე ახსენდებათ არის ედი ჰაუ, რომელმაც წიგნი დაწერა სადაც არ მალავს, რომ „სამი ლომის” თავკაცობაზე ოცნებობს. ეს წიგნი დახლებზე აგვისტოში დაიდება. ინტერვიუში, რომელიც საუთგეიტის გადადგომამდე გამოქვეყნდა „ნიუკასლ იუნაიტედის” თავკაცმა თქვა: „მინდა თუ არა ნაკრების მწვრთნელობა? დიახ, მინდა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მოსახდენი აუცილებლად...
რომელ წუთზე დამარცხდა ინგლისის ნაკრები?
ინგლისელი ფანები ასახელებენ ზუსტ მომენტს, როდესაც ევრო 2024-ის ფინალში მოვლენები ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ შემოტრიალდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 2:1 დასრულდა ესპანელების სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე „რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. შეხვედრის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში ინიციატივა სამხრეთელებს ჰქონდათ. ბურთის ფლობაში უპირატესობა მათი იყო — 66%. პირველი გოლი „ლა როხამ” მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. ეს ბილბაოელმა...
ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია
დამთავრდა ევრო 2024-ის ფინალი (ესპანეთმა ინგლისს მოუგო 2:1) და მედიაში გამოჩნდა ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები. გთავაზობთ, ინგლისელი ვეტერანების გამონათქვამებს, რომლებიც ესპანურმა „მარკამ” შეაგროვა. კრის სატონი: დღეს ინგლისს შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად მხნეობა არ ეყო. ფეხბურთისთვის ძალიან კარგია ევროპის ჩემპიონი ესპანეთი რომ გახდა, თან ასეთი შედეგით. ესპანელებმა მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს, ინგლისელებმა კი არა. ესპანეთის გუნდი იყო, ინგლისი — გუნდის ნაგლეჯები....
ბელინგემის ევროემოცია 2024
ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის დასრულების შემდეგ დამარცხებული ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა წყლის გამაგრილებელ კონტეინერს წიხლი ჩასცხო. „რეალის” ვარსკვლავისთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუების დღე: ინგლისელებმა ევრო 2021-ის ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხებიდან სამ წელიწადში კვლავ ფინალი წააგეს. ამჯერად ესპანეთთან – 1:2. ბელინგემი წაგებას დაჩვეული არ არის. ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ასახელებდნენ ინგლისელებისა და მადრიდელების გმირად,...
პენალტი არ იყო! – ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი
პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდალურად ცნობილმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა ინგლისის ნაკრებს აჩუქაო, წერს „სანის” მესვეტე მარკ ჰელსი. ლაპარაკია ევრო 2024-ის ნახევარფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. ამ შეხვედრაში ინგლისმა ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. ანგარიში მე-7 წუთზე ჰოლანდიელმა ჩავი სიმონსმა გახსნა. მე-18 წუთზე კეინმა ზემოთ ნახსენები პენალტით გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლოს, 90+1 წუთზე, „ასტონ ვილას” თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა,...









