ჭდე: იბერია 1999

Home იბერია 1999
იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
ჩანაწერი

იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…

უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ქართული კლუბების  სავარაუდო მეტოქეები, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ეტაპს გადალახავენ. ჩემპიონთა ლიგაში „იბერია“ ბრატისლავის „სლოვანთან“ წარმატების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე შვედური „მიალბისა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის უკეთესს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „იბერია“ „სლოვანის“ წინააღმდეგობას ვერ დაძლევს, საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც...

სუპერთასი ქუთაისში წავიდა
ჩანაწერი

სუპერთასი ქუთაისში წავიდა

საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მეოთხედ მოიპოვა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ დაამარცხეს და გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს. თბილისში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში ანდრიჩისა და არაბიძის გოლებით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს, ტაიმის ბოლოს ბედოშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს,...

წითელი ტური
ჩანაწერი

წითელი ტური

ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...

ჩემპიონი სახლში წავიდა…
ჩანაწერი

ჩემპიონი სახლში წავიდა…

საქართველოს ჩემპიონმა ივლისში დაწყებული  ევროტურნირები ივლისშივე დაასრულა – თბილისის „იბერიამ“ ესტონური „ლევადიას“ ბარიერი ვერ დაძლია და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენციის ლიგასაც დაემშვიდობა. თბილისელები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს იმედიც გაჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასწყისშივე ესტონელებმა ანგარიში გაათანებრეს. საქართველოს ჩემპიონმა მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც „ლევადიამ“ გადამწყვეტი...

ოთხი გუნდის ოთხი მარცხი
ჩანაწერი

ოთხი გუნდის ოთხი მარცხი

კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს. ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს...