31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია. ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი...
ჭდე: ვირჯილ ვან დაიკი
ვან დეიკმა ვან გაალი გააკრიტიკა
დანიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:2), ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალი ტაქტიკური სქემის გამო გააკრიტიკა. „ბევრს ვმუშაობდით ვარჯიშებზე. ნაირგვარი ტაქტიკური სქემებიც დავამუშავეთ, მაგრამ არ მომწონს როცა 3-4-2-1 განლაგებით ვთამაშობთ. ჩვენთვის ეს ახალი სისტემაა და ფეხბურთელებს მასთან შეგუება სჭირდებათ. მე თუ მკითხავთ, 4-3-3-ს ავირჩევდი, რომლითაც „ლივერპულში“ ვთამაშობთ.“ – თქვა ვან დაიკმა....
ევროპა რონალდუს გარეშე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა (წინ ფლეი-ოფის მატჩებია) და სიმბოლური ნაკრებიც შედგა. ასევე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ნუ გაიკვირვებთ, სიმბოლური გუნდის მეკარედ ლიხტენშეინის „ვადუცის“ ბენიამინ ბიუხელი დაასახელეს. მისმა გუნდმა 10 შეხვედრაში 34 გოლი მიიღო, თუმც სწორედ ბიუხელის დამსახურებაა, რომ ლიხტენშტეინმა სამჯერ მეტი არ გაუშვა. სიმბოლურ გუნდში სამი ნიდერლანდელია, შეტევის ხაზი კი ერთობ შთამბეჭდავად...
სალაჰი კლოპთან რჩება
მთავარი მწვრთნელის ქარიზმა ზოგჯერ ყველაზე გაქნილი აგენტების გარჯაზე მეტია. ინგლისური „ლივერპული“ აგრძელებს გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული იურგენ კლოპი, რომელსაც ტრიუმფატორთა შემადგენლობის დაკარგვა არ სურს. უკვე გაფორმებულია ახალი კონტრაქტი ვირჯილ ვან დაიკთან. შეთანხმებულია და ხელმოწერასღა ელის კონტრაქტი გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან. ახლა მოჰამედ სალაჰის რიგია. მან უკვე თქვა თანხმობა, გაახანგრძლივოს 2023 წლამდე...
კლოპი: ძველი უმჯობეს არს
„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში. ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო. გადამწყვეტი სიტყვა იურგენ...
ვან დაიკი სიამოვნებას იხანგრძლივებს
„ლივერპულის“ მწვრთნელს იურგენ კლოპს თავი ქუდში აქვს. ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი „ენფილდ როუდზე“ რჩება. 30 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვან დაიკის ძველ კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურებოდა. ინგლისური მას-მედიის ცნობით, მხარეები თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ითვლება, მაგრამ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 2020...
ვირჯილ ვან დაიკი ბრუნდება
შეიძლებოდა, ეს სასიამოვნო ახალი ამბავი ჭორად ჩაგვეთვალა, თავად იურგენ კლოპს რომ არ ეთქვა. „ვირჯილი აღდგენით პროცესებს აგრძელებს. ვარჯიშებზე სრულ დატვირთვას ვარიდებთ, თუმცა ისე კარგად გამოიყურება, შესაძლოა 29 ივლისს ბერლინის „ჰერტასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში რამდენიმე წუთით მოედანზეც კი შევუშვათ. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჯერაც მსჯელობის პროცესში ვართ“,- განაცხადა „ლივერპულის“ თავკაცმა. შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკმა ტრავმა...
გამარჯვებულს ყველაფერი!
საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ...
მუხლებზე დაეცა და ატირდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...
მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა
ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:









