„სანის” ცნობით, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები წუხელ ღამით მოლაპარაკების ოთახში ჩაიკეტნენ და ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე იმსჯელეს. „ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი გაბრაზებულია. მას „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადასვლა, ვაჭრობა კი ჭიანურდება. მაგუაირმა ამ ზაფხულში უკვე მეორედ გააცდინა ვარჯიში. გარშემო ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი მხრიდან გაფიცვაა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გაცდენა კუჭის...
ჭდე: ვირჯილ ვან დაიკი
ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკს?
სამი წლის წინ „ოქროს ბურთის“ ბედის გადაწყვეტა ისევ მხოლოდ ჟურნალისტებს ანდეს (რამდენიმე წელიწადი „ფრანს ფუტბოლი“ და უეფა საუკეთესოს ერთობლივად ასახელებდნენ). 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმდენად ეფექტური იყო, კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, მაგრამ გასულ წელს მედიამ, რომელსაც ისედაც უყვარს ახალი გმირების აღმოჩენა, მისი სრული ანტიპოდი გააპირველა. ლუკა მოდრიჩი კრიშივით ლამაზი ვერაა, ვერც მისებრი ტორსით...
იუნაიტედმა სიტის მოუგო
„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო. დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს. ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ...
იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი
„ლივერპულის“ ჰოლანდიური „კოლონია“ კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. იურგენ კლოპმა „ზვოლედან“ უნიჭიერესი 17 წლის მცველი სეპ ვან დერ ბერგი გამოიწერა. ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. სამაგიეროდ, კლოპის ხელში და მსოფლიოს საუკეთესო მცველად აღიარებული თანამემამულის, ვირჯინ ვან დეიკის მხარდამხარ ეს ყმაწვილი ხვალ-ზეგ უმაღლეს მწვერვალებს შეუტევს. ვან დერ ბერგზე პრეტენზიას რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებდა და გადაწყვეტილების მიღებისას...



