საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქში ადგილობრივი „ლომები“ 62:32 დაამარცხა და ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვამბობთ, რომლის მოგებასაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ ეშურებიან, თუმცა საბოლოო მიზნამდე კიდევ ორი მატჩია მოსაგები, მათ შორის – 1 ან 2 მარტს ნახევარფინალი რუმინეთთან და ეს იქნება იმავდროულად ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგი გათამაშებაც. მადრიდში კი ბევრი რამ პირველად მოხდა....
ჭდე: ვასილ ლობჟანიძე
ევროსექსტეტი
გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...
მეორე ზელანდიაც ზელანდიაა
რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებში პირველად ჩაება და როგორც ეს ყველა დონის ბორჯღალოსნებს და ზოგადად, ქართულ სარაგბო გუნდებს ახასიათებს, დასაწყისი რთული გამოგვივიდა. საფრანგეთში, მონპელიეს „GGL სთედიუმზე“ ბორჯღალოსნებმა ახალი ზელანდიის XV-თან, ანუ მეორე ნაკრებთან 13:31 წააგეს. თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი სავსებით ლოგიკურია – ტოლ-სწორად თამაში ქართველებს ჯერჯერობით „ოლ ბლექსის“ უახლოეს რეზერვთანაც არ შეუძლიათ....
ბორჯღალოსნები სტარტისთვის მზად არიან
კვირას, თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის XV-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ბორჯღალოსნების პირველი მატჩი 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებიდან. ახალი ზელანდიის XV არის „ოლ ბლექსის“ უახლოესი რეზერვი, ბორჯღალოსნებს მონპელიეში, GGL Stadium-ზე, რომელსაც „ალტრად სთედიუმის“ სახელით უკეთ ვიცნობთ, ახალი ზელანდიის ნაკრების როგორც ყოფილი, ისე მომავალი წევრები შეერკინებიან. განაცხადის ბარე...
ვასკას, ლუკას და თედოს ტური
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა. ტოპ 14 მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად...
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24...
გოგინავას ლელოს ამარა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ წამყვან ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, გამოვლინდა ტოპ 14-ში ასვლისთვის მებრძოლი ექვსეული, ნასიონალ 1-ში დასაქვეითებელი კლუბიც და ნასიონალის ფინალში დამარცხებულთან პლეი-ოფის მონაწილეც. ცხადია, ნასიონალის ჩემპიონის ვინაობაც გამოვლინდა. ტოპ 14-ში კი ის ვიცით, რომ „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“ პლეი-ოფის მონაწილეები აუცილებლად იქნებიან, ხოლო „მონპელიე“ და „ოიონაქსი“ აუტსაიდერებად დარჩებიან....
ერთადერთი 32 ქართველიდან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
ძველი მეტოქე
შაბათს, 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს ითამაშებს. მეტოქე – რუმინეთის ნაკრები, გუნდი, რომელსაც საქართველოს ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში ყველაზე ხშირად შეხვედრიან. ათწლეულების შემდეგ ჯამური ანგარიში ასეთია: 28 დაპირისპირებიდან 18 ქართველებმა მოიგეს, 9 – რუმინელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა, არადა ურთიერთობათა საწყის სტადიაზე რუმინეთი აშკარად ჯობნიდა საქართველოს, თუმცა, ბორჯღალოსნების პროგრესის პარალელურად „მუხებმა“ თუ...
საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ
გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“ სტუმრად 30:26 მოუგო და პარიზელთა ამ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა სერგო აბრამიშვილმაც...









