„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან. ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა. „ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება....
ჭდე: ერიკ ტენ ჰაგი
ტენ ჰაგმა ფეხბურთისკენ შეიძლება არც გაიხედოს
ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ შესაძლოა მწვრთნელის პროფესიას აღარასოდეს მიუბრუნდეს. მოგეხსენებათ, 55 წლის ჰოლანდიელი ოქტომბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. გუნდმა მის ხელში სეზონი ცუდად დაიწყო, დათხოვნის მომენტში კი მე-14 ადგილზე იყო. ერთი თვის მერე ტენ ჰაგის პოსტი, რომელიც 2022 წლიდან ეკავა, პორტუგალიელ რუბენ ამორიმს ერგო, მაგრამ ვერც მან მიაღწია უკეთეს შედეგს. „იუნაიტედი’’ ახლა კიდევ...
მეკარეების კარუსელი დე ხეათი იწყება
დავიწყოთ ინგლისური „სანის” ინფორმაციით: შაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ოთხშაბათს ოსლოში „ლიდსთან” უნდა გამართოს, მთავარი მეკარე კი არ ჰყავს. რა უნდა იღონოს „იუნაიტედმა”? ცნობილია, რომ ის „ინტერის” 27 წლის კამერუნელი გოლკიპერის, ანდრე ონანას შეძენით არის დაინტერესებული. ინგლისური კლუბი აცხადებს, რომ მილანელებთან თავდაპირველი მოლაპარაკებები იმედისმომცემად...
გვარდიოლა მანჩესტერზე…
გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...
ჯიუტი კაცი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აღიარებს, რომ „აიაქსიდან“ ინგლისურ კლუბში გადასვლა სარისკო იყო. „ცხადია, როცა „აიაქსიდან“ „მანჩესტერში“ გადავდიოდი, რისკი დიდი იყო. მაგრამ ჯიუტი ადამიანი გახლავართ. საქმეს ხელი მაინც მოვკიდე. მიყვარს ეს გუნდი. ჩვენი ურთიერთობა გულშემატკივრებთან და „ოლდ ტრაფორდთან“. ალექს ფერგიუსონმა შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა. ეს გუნდი ისტორიას წერს. „მანჩესტერი“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია“. გუშინ, 26...
ტენ ჰაგი რონალდუს გაგდებას ითხოვს
„სანი” წერს, რომ განრისხებულ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდება სურს. გაზეთის აზრით, „იუნაიტედისა” და „სფურზის” შეხვედრა რონალდუსთვის მანჩესტერელთა გუნდში ბოლო იყო. შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა, ხოლო როდესაც მატჩი ბოლოსკენ მიდიოდა (თუმცა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ორი შეცვლის შესაძლებლობა კიდევ ჰქონდა), პორტუგალიელმა სათადარიგოთა სკამი დატოვა და გასახდელში შევიდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა”...
გაწყვიტეთ რონალდუსთან კონტრაქტი!
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, რიო ფერდინანდი, მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს უსამართლოდ ექცევიან. „მეგონა, რომ „მანჩესტერი“ რონალდუს „ჩელსისთან“ მატჩისთვის ინახავდა, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. ამიტომ არ ათამაშეს „ტოტენჰემთან“. ცხადია, კრიშტიანუ გაცხარდა და სტადიონი მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვა. ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა ტენ ჰაგისთვის. ის კარგად უნდა დაფიქრდეს, რას იზამს მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას....
კრიშტიანუ თამაშის დასრულებას ისევ არ დაელოდა
დღეს ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს სერიოზულად დაელაპარაკება — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამი ადრე დატოვა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ხუთიდან ჯერ მხოლოდ სამი ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. „ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დავინახე რომ გადიოდა, მაგრამ არ დავლაპარაკებივარ, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა, — ამ ფაქტს დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან იმ წუთას გუნდით ვიყავი დაკავებული. ჩემი...
ლოსანოს ნეაპოლიდან მანჩესტერში ქაჩავენ
„ნაპოლის” მექსიკელმა თავდამსხმელმა, 27 წლის ირვინგ ლოსანომ ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსს” გოლი გაუტანა და მყისიერად განახლდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მისი ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა. წერენ, რომ ინგლისური კლუბი „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თანხმობასღა ელოდება, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი მზად აქვს. ლაპარაკია ლოსანოს იანვარში გადაბირებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, „ოლდ ტრეფორდიდან” „მარადონაზე” ოფიციალური მოთხოვნა არ მისულა. ვარაუდობენ,...
შენს ასეთ და ისეთ თამაშს მიხედეო
ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი აურზაური გამოიწვია. ჰოლანდიელი მწვრთნელი „სიტისთან” დერბიში 3:6 წაგებამ დაზაფრა და ორშაბათს ფეხბურთელები შეხვედრის გასაანალიზებლად დაიბარა, იქ კი ცხარე კამათი ატყდა, რომლის დროსაც ერთმა მეორეს მიაძახა შენს f***ing თამაშს მიხედეო და ასე შემდეგ. კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად ყველაზე აგრესიულად 24 წლის არგენტინელი ახალწვეული ლისანდრო მარტინესი და 25 სკოტ მაკტომინეი იქცეოდნენ....









