ეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და… შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო. არის პრობლემა: ტენ...
