„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს „აიაქსის“ ამჟამინდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გაუძღვება. ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისელები კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებენ გაგრძელების პერსპექტივით. 63 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც მანჩესტერელებს დეკემბრის აქით წვრთნის ახალი სეზონიდან კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლებს. „სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი ოფიციალურად გაცხადდა და „მანჩესტერმა“ ჩემი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, თუმც...
ჭდე: ერიკ ტენ ჰაგი
ტენ ჰაგმა წააგო, მაგრამ ვერ გაუბედავენ
„აიაქსი” ნიდერლანდების თასის ფინალში „პსვ ეინდჰოვენთან” 1:2 დამარცხდა, რის გამოც ამსტერდამელთა მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ უგუნებოდ იყო და მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ ლაპარაკს თავი აარიდა. „ვფიქრობ, დროა პრეს-კონფერენცია დავასრულოთ. გონზე მოსასვლელად 24 საათი მჭირდება”, — თქვა ტენ ჰაგმა კარგი ინგლისურით, როდესაც „იუნაიტედის” შესახებ ჰკითხეს. „აიაქსისა” და პსვ-ს შეხვედრაში ანგარიში „აიაქსმა” გახსნა,...
ტენ ჰაგმა იუნაიტედის დირექტორატი დაკითხა
ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები გაუოგნებია. მარტში, მანკუნიანელთა დირექტორები დარენ ფლეტჩერი და ჯონ მარტოუ ამსტერდამში ყოფილან, სადაც „აიაქსის” თავკაცს შეხვედრიან და უთხოვიათ დაესახელებინა პრიორიტეტული თემები, რომლებზეც ის მათი გუნდის მწვრთნელად გახდომის შემთხვევაში იმუშავებს. „სანი” წერს, რომ ახლაღა შეიტყო, თუ რა საკითხები ჩამოუთვალა ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” დირექტორებს. ჰოლანდიელს იმდენი პრობლემა დაუსახელებია, რომ ფლეტჩერი და მარტოუ...
შეთანხმდნენ! შემდეგ კვირაში იტყვიან
ინგლისში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „პრინციპულად და სიტყვიერად” შეუთანხმდა „აიაქსის” მწვრთნელს ეტიკ ტენ ჰაგს და ის ინგლისური გუნდის მომავალი თავკაცი გახდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰოლანდიელი მანკუნიანელთა მიერ შერჩეულ კანდიდატთა შორთ ლისტში ლიდერობდა. ზაფხულში ტენ ჰაგი გერმანელი რალფ რანგნიკის პოზიციას დაიკავებს. ამბობენ, რომ ტენ ჰაგმა „იუნაიტედის” შეფებს მომავლის ხედვით მოაწონა თავი. ახლა, როგორც ჟურნალისტი დევიდ...
თორმეტი ამბავი უნიჭო ფეხბურთელის შესახებ
უკვე მოგახსენეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ფავორიტი გამოიკვეთა — ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგი. წერენ, რომ „აიაქსის“ თავკაცს „იუნაიტედის“ შეფობა უკვე შეხვდა და გაესაუბრა; რაც აინტერესებდა ჰკითხა, რაც დასაზუსტებელი ჰქონდა, დააზუსტა. იმასაც ამბობენ, რომ მანკუნიანელი დირექტორები გასაუბრებას სხვა კანდიდატებთან, კერძოდ მაურისიო პოჩეტინოსთან, ხულენ ლოპეტეგისთან და ლუის ენრიკესთანაც აპირებენ. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ 52 წლის...
ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...
ტენ ჰაგმა ინგლისურის სწავლა დაიწყო
„აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი, ზაფხულიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია. მანკუნიანელები ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უტრიალებენ, მაგრამ ტენ ჰაგი მთავარი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ მას ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე უთქვამს სეზონის ბოლოს თავისი შესაძლო წასვლის შესახებ. ტენ ჰაგმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა. სურს კლუბში მისვლისას „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ყველაფერი ნათლად გააგებინოს. შარშან მას...
რეალი საქმეს ართულებს
ინგლისური პრესა წერს, რომ „რეალი“ მზად არის მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს. „დეილი მეილის“ ცნობით მადრიდელები, ისევე როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპური“, გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ არგენტინელის მოთაფვლას, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ კბილებით ჩაებღაუჭა თავის მწვრთნელს, ამ ზაფხულს კი ასე აღარ მოხდება. კი მაგრამ, „რეალის“ ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? თუ ინგლისში გავრცელებული ხმები მართალია, „სანტიაგო...
ბიჭებს პოჩი უნდათ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მომდევნო სეზონიდან მათი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდეს. ახლა, როდესაც კლუბს ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს — 1 თებერვლიდან ედ ვუდვორდის კაბინეტი რიჩარდ არნოლდმა დაიკავა — რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიება აქტიურ ფაზაში გადავა. ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მოსწონს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც —ხელმძღვანელობის სიმპათია „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ...
როჯერსი სულშერს ელის
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო. მანკუნიელთა ხელმძღვანელობისთვის, „ლივერპულთან“ და „სიტისთან“ მარცხი უპატიებელია, რის გამოც ნორვეგიელს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ექნება. ამ მომენტისთვის, უცნობია სულშერს როდის გაათავისუფლებენ, ეს შესაძლოა სეზონის ბოლოსკენაც კი მოხდეს. მწვრთნელი და მისი გუნდი კი 10-დღიანი შვებულებიდან საწვრთნელ ბაზას დღეს დაუბრუნდნენ. „მანჩესტერის“ ბოსები „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგის და ესპანეთის ნაკრების...









