გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ...
ჭდე: ენდრიკი
ენდრიკი ზაფხულამდე ლიონში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ პაულუ ფონსეკას „ლიონის’’ სატრანსფერო გეგმების შესახებ ჰკითხეს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კულისებს მიღმა პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. „ჩვენ ლუი-ჟან მატიესთან და ბენჟამენ შარიესთან („ლიონის’’ სკაუტინგის ხელმძღვანელები) ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვიყვანოთ’’, ― თქვა ფონსეკამ. მას მერე, რაც რონისპირულმა კლუბმა ფრანგული ფეხბურთის ფინანსური მარეგულირებელისგან ახალი მოთამაშეების შეძენის ნებართვა მიიღო მის ოფისში...
ვის მისცემენ პარიზელები რეალს ენდრიკის სანაცვლოდ?
მართალია გონსალო რამუში „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, მაგრამ შეცვლაზე ეფექტურად შედის, რასაც სტატისტიკა ადასტურებს: პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში სათადარიგოთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან 17 გოლი შეაგდო და კილიან მბაპეს გაასწრო. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ლუის ენრიკე მასთან შედარებით უპირატესობას ოსმან დემბელეს...
ანჩელოტი: მას აქვს ყვ…ბი
„რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება ომახიანად დაიწყო. პირველი ნაბიჯი ტიტულის დაცვისკენ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაიდგა: „თეთრებმა” „შტუტგარტს” 3:1 მოუგეს. შეხვედრა რთული გამოდგა. 83-ე წუთისთვის ანგარიში იყო 1:1 — კილიან მბაპეს გოლს დენიზ უნდავმა უპასუხა — ბოლო წუთებში კი მასპინძლებმა მაინც გაიტანეს ორი გოლი. ჯერ ანტონიო რუდიგერმა შეაგდო კუთხურიდან თავით, შემდეგ კი 18 წლის ბრაზილიელმა ენდრიკმა დაამატა...
ოსიმენი რეალის გეგმებშია
იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „რეალი” მომავალზე ფიქრობს და ორიოდ წელიწადში მეტოქეების კარის დალაშქვრას ენდრიკის, ოსიმენისა და ვინისიუსის ტრიოთი აპირებს. ჯერჯერობით, ხსენებული სამეულიდან „რეალში” მხოლოდ ვინისიუსი თამაშობს. 16 წლის ენდრიკ ფელიპე ბრაზილიაშია, „პალმეირასის” თავდამსხმელია, თუმცა მადრიდელებმა მის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, „სანტიაგო” ბერნაბეუზე გადაბარგდება. რაც...




